23 მარტს 11:00 სთ-ზე „საქართველოს ფოსტას“ და „საქართველოს წითელი ჯვარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმს ხელს მოაწერენ „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე და საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე.
ღონისძიება გაიმართება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში.
მემორანდუმის მიზანია, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს “წითელ ჯვარსა” და “საქართველოს ფოსტას” შორის და ერთობლივი საქმიანობების განხორციელება სოციალური და საქველმოქმედო მიმართულებით.