არ მივიჩნევ გიორგი გახარიას არავითარი მესამე ძალის მოვლენად, - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.
"იგი რჩება 20 ივნისის მთავარ შემოქმედად, ძალიან კარგი კავშირებით რუსეთში. თუ გახარია რაიმე პოლიტიკური დივიდენდის წამოღებას აპირებს "ქართული ოცნების" ჩამოშლის შემდეგ, ეს მხოლოდ და მხოლოდ დაარტყამს ბიძინა ივანიშვილს.
მე არ მივიჩნევ გიორგი გახარიას არავითარი მესამე ძალის მოვლენად. მისი დამოკიდებულება სამართალთან, ოკუპაციასთან და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეებთან, არ იმსახურებს დადებით შეფასებას“, - აღნიშნა დეკანოიძემ.
ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.