პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ექიმი ლევან რატიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
რატიანი ამ მიმართვის ადრესატებს არ აკონკრეტებს, თუმცა საზოგადოებას პანდემიასთან ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
"საოცარია დღეს ცხოვრება, მას ბევრი მიზეზი განაპირობებს. ერთი რამ კი ცნობილია და დადგენილია - პანდემია უნდა იმართოს მაკრორგანიზის, მიკრორგანიზმის, გარემოს და სოციალურ ფაქტორთა სიმბიოზით და არა ქაოსით.
წარმოიდგინეთ, ცუდი ფაქტია ქაოსი ამ სიტუაციაში და თქვენ ქაოსის ძალას აძლიერებთ! ჩვენი მიზანია ბრძოლის მოგება ამ უთანასწორო ბრძოლაში... მიზნის მისაღწევად ერთ ვექტორზე უნდა ვიდგეთ ყველა, რომ გადავრჩეთ და გადავარჩინოთ!
საოცარია, შეცდომას შეცდომაზე რომ უშვებთ ქაოსის გამო! ამით ყველა ერთად ვზარალდებით და ვტკენთ საოცრად ერთმანეთს.
ხომ შეიძლება გავერთიანდეთ ერთი მიზნისთვის, რასაც სიცოცხლის გადარჩენა ქვია!
ეი, შენ მოუსმინე! ეი, შენ გაიგე, გაიგე! ეს მავნებლობაა, რაც ხდება! ეი, გაიგე მე სიცოცხლე მინდა! და ამისთვის გავერთიანდეთ ერი და ბერი.... არ მინდა ამდენი ტკივილი, ვერ გავუძლებთ ვერცერთი, გამოვიფიტებით და დავიხოცებით გაიგე!
გაიგე მე სიცოცხლე მშვიდ გარემოში მინდა! გაიგე შენზე მეტად მინდა სიცოცხლე და დამაცადე რა…
არ გვინდა ქაოსი! მიდი აკეთე საქმე რა, რომ გადავრჩეთ! ამ უთანასწორო ბრძოლაში ჩვენ უნდა გადავრჩეთ და ამისათვის შენ ყველაფერი უნდა გააკეთო“, - წერს ლევან რატიანი.