კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმ პოზიციას, რომელიც ჩვენ გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, - განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, რურუა ვერ ჩაითვლება პოლიტპატიმრად, მელია კონკრეტული დანაშაულის სავარაუდო ჩადენისთვის არის პატიმარი და ბრალდებულის სტატუსი აქვს, მას დღესაც შეუძლია გირაოს თანხა ჩარიცხოს, გათავისუფლდეს და სრულფასოვან პოლიტიკურ პროცესში ჩაებას.
„ ის ამას არ აკეთებს, შესაბამისად, იმის გამო, რომ იყავი დეპუტატი პოლიტიკური მიზნებით მიტინგზე, არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური პატიმარი ხარ. შესაბამისად, მათი მხრიდან ორად ორი მოთხოვნა იყო, გაათავისუფლეთ პოლიტპატიმარი და ჩაატარეთ რიგგარეშე არჩევნები. მაგრამ მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ თემებზე ასე მარტივად და ასე, ამ ფორმით ახლა შეთანხმება ვერ მოხდებოდა. ბოლოს აღიარეს სიმართლე, რომ ერთადერთი კომპრომისი, რაც მათ შეძლეს, იყო უბრალოდ მაგიდასთან ჯდომა, ამით ყველაფერია ნათქვამი, თუ ვინ ჩაშალა მოლაპარაკების ეს ეტაპი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.