გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბოლო დროს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო დათა ვანიშვილი ლოგინად იყო ჩავარდნილი.
2011 წელს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მავთულხლართებით გაჰყვეს დათა ვანიშვილის საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. ნაწილი საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა, ნაწილი კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
დათა ვანიშვილი ოკუპაციას არასდროს შეჰგუებია. მას არაერთხელ შესთავაზეს, მიეღო ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა, რაზედაც ყოველთვის უარს ამბობს. საოკუპაციო რეჟიმმა რამდენჯერმე დააკავა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით.
დათა ვანიშვილი არაერთ სახელმწიფო ლიდერს, პოლიტიკოსსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა, როდესაც ისინი საოკუპაციო ხაზს ვითარების გასაცნობად სტუმრობდნენ.