ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. ამის შესახებ დანიელსონმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.
"პასუხისმგებლობა, რომ იყოს ნაპოვნი ამ კრიზისის გადაწყვეტილება დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისთის და ევროპული მისწრაფებებისთვის. იმედი მაქვს, რომ ახლა პარტიები სერიოზულად განიხილავენ, დაფიქრდებიან ამ სიტუაციაზე და იმ გზაზე, რომელიც არის გასავლელი და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი იმისა, რომ წავიდნენ კომპრომისებზე, რომელიც მისცემს საშუალებას წარმატებით განხორციელდეს მედიაციის პროცესი. სრულიად მჯერა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ის, რისი ღირსიც არის ქართველი ხალხი", - განაცხადა დანიელსონმა.
ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დასრულდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები, რომელზე ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ ძირეულ საკითხებზე პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა.
მისი განცხადებით, იგი დილით დატოვებს საქართველოს და მოლაპარაკებების შესახებ შარლ მიშელს ანგარიშს წარუდგენს.
შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 9 საათს განმავლობაში მიმდინარეობდა.