ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი - CDU, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პარტია დამარცხდა ორ რეგიონში გამართულ არჩევნებში, რომელსაც განიხილავდნენ ერთგვარ ტესტად სექტემბერში დაგეგმილ საყოველთაო არჩევნების წინ.
ბადენ-ვიურტენბერგში "ქრისტიან-დემოკრატებმა" ხმების 23% მიიღეს, "მწვანეთა პარტიამ" კი - 31.5 %. რაც შეეხება რაინლანდ-პლაცის რეგიონს, მერკელის პარტიამ ხმების 25.5% მოიპოვა, "სოციალ-დემოკრატებმა" კი - 33.5%.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის დასავლეთით მდებარე ამ ფედერალურ მიწებში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ისტორიულად მაღალი მხარდაჭერით სარგებლობდა.
იუწყებიან, რომ ამომრჩეველთა იმედგაცრუება უკავშირდება ფედერალური მთავრობის რეაგირებას კორონავირუსის პანდემიაზე.
ამასთან, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედება კორუფციულმა სკანდალმა, რომლიც გამოც ბუნდესტაგში მერკელის პარტიის სამმა დეპუტატმა თანამდებობა დატოვა. ისინი პირბადეების შესყიდვასთან დაკავშირებით კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაში დაადანაშაულეს.
ანალიტიკოსების მოსაზრებით, რეგიონულ არჩევნებში მარცხი შესაძლოა საყოველთაო არჩევნებში გამარჯვების მცირე შანსებს მოასწავებდეს.