ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებულია.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინალურ მატჩში ესპანელი ჩოგბურთელი რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა.
ბასილაშვილი, როგორც დოჰას ტურნირის გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულას და ასი ათას ამერიკულ დოლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5.
ქართველი ჩოგბურთელი დოჰადან დუბაიში გადაინაცვლებს და იქ ATP500 კატეგორიის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.