ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნახევარფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიტცი – 7:6(3), 6:1 დაამარცხა და დოჰას ტურნირის ფინალში გავიდა.
ფინალურ მატჩში ბასილაშვილის მეტოქე ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება.
შეგახსენებთ, გუშინ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5.