ჭყონდიდის ეპარქიაში რეზიდენციაში, დაპირისპირების დროს მეორე სართულზე, აივნის მოაჯირი ჩამოინგრა.
დაპირისპირების მიზეზი გახდა ეპარქიაში ახლად დანიშნული მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ ორი სასულიერო პირისთვის, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმოქმედებაში მონაწილეობის შეჩერება.
დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლები და იქ მყოფი მოქალაქეები. მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად, აივნიდან 10 ადამიანი გადმოვარდა.
როგორც "TV პირველის" ჟურნალისტი ჰყვება, მეორე სართულის მოაჯირი მას შემდეგ მოწყდა, რაც ეპარქიის შენობიდან კარის გაღების დროს აივანზე მდგომ ხალხს მიაწვნენ.