რომის პაპი ფრანცისკე ერაყს ეწვია. ეს რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის პირველი ვიზიტია ერაყში.
გარდა ამისა, ეს რომის პაპის პირველი საერთაშორისო ვიზიტია მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო.
პაპი ფრანცისკე უკვე შეხვდა ერაყის პრეზიდენტ ბარჰემ სალეჰს, მთავრობის წარმომადგენლებსა და სასულიერო პირებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომის პაპი ძალადობისა და ექსტრემიზმის დასრულების მოწოდებით გამოვიდა.
რომის პაპი ერაყში 4 დღეს დაჰყოფს. დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება პონტიფიკოსის მონაწილეობით. ფრანცისკე ერაყელი შიიტების ლიდერს, აიათოლა ალი სისტანის შეხვდება, რის შემდეგაც პონტიფიკოსი ქალაქ ერბილის სტადიონზე წირვას ჩაატარებს.