საფრანგეთმა სლოვაკეთს ასტრაზენეკას ვაქცინის 15 000 დოზა გადასცა. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, იგორ მატოვიჩმა განაცხადა.
სოციალური ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, მატოვიჩი მადლობას უხდის საფრანგეთს მეგობრობისა და "ამ მეტად რთულ ვითარებაში გამოჩენილი ევროპული სოლიდარობის ჟესტისთვის".
25 თებერვალს ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა და ზოგიერთა სხვა ევროპულმა ქვეყანამ ვაქცინის ზედმეტი დოზები მიიღეს.
"სწორედ ამიტომ ჩვენ მას გავანაწილებთ", - დასძინა მაკრონმა.