მე მაინც ვფიქრობ, რომ აუცილებლად გამოჩნდება თარიღი ვადამდელი არჩევნებისა, - განაცხადა პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა.
მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნები არის ოპოზიციის მხრიდან კონსტრუქციული მოთხოვნა.
"დავიწყოთ საუბარი, გამოჩნდეს თარიღი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების. მე მაინც ვფიქრობ, რომ აუცილებლად გამოჩნდება თარიღი ვადამდელი არჩევნებისა. გამორიცხულია სხვაგვარად, მაშინ ეს ნიშნავს, რომ რუსული, უკიდურესი მართვით მიყავთ ქვეყანა და უნდათ შეიყვანონ რუსულ ოლიგარქიულ სივრცეში და ამას უკვე სხვაგვარად უპასუხებს დამშეული, არავაქცინირებული ხალხი თავისი შვილების დასაცავად", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.