კონსტრუქციულ დიალოგზე შეთანხმების შემდეგ ასეთი ნაბიჯი, მინიმუმ, არასერიოზულობაზე მიანიშნებს, - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი იხსენებს 2 მარტს გამართულ ოპოზიციის საპროტესტო აქციას.
"როცა რამდენიმე საათით ადრე საუბრობ კონსტრუქციულ დიალოგზე და რამდენიმე საათში კანონდარღვევაზე მიდიხარ, ყველას შევახსენებ, რომ სახელმწიფო დაწესებულების შენობების პიკეტირება კანონდარღვევაა, ეს, მინიმუმ, მიუთითებს იმაზე, რომ არასერიოზულად ამბობდნენ იმას, რომ იყვნენ მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის. სხვა მხრივ, მისასალმებელია, თუ ცვლიან ფორმას საკუთარი ქმედებებისა, ჩვენ განწყობილი ვართ კონსტრუქციული მიდგომებისთვის და, რა თქმა უნდა, მზად ვართ ასეთი დიალოგისთვის”,- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.