ქუჩის აქტიურობა დიალოგთან კავშირში არ არის, - განაცხადა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა.
მისი თქმით, როდესაც ასეთი აღვირახსნილია და რუსული მართვის სტილია, ერთადერთი ქუჩის აქციები თუ შეაწუხებს ხელისუფლებას.
"ღარიბაშვილი რომ დღეს ასე ხისტად გამოვიდა, მაინც არ მეშინია, მგონია, რომ თავდაცვის ერთგვარი ფორმაა. თავდაცვაა მისი, ისევ იხედება კუნთებზე. არ არგებს ეს ქვეყანას. ჩვენ გავაგრძელებთ ქუჩის პროტესტს, რადგან ისეთ ხისტ ადამიანს, როგორიც ღარიბაშვილია და ხელისუფლებას მხოლოდ და მხოლოდ ეშინია ქუჩის პროტესტის, ხალხის ტალღისა, სხვა ამათ არაფერი არ შველით. გახსოვთ, პროპორციულთან დაკავშირებით როგორი დაპირებები იყო და როგორ მოატყუა, გადააგდო დიპლომატიური კორპუსი. ამიტომ ვამბობ, რომ როდესაც ასეთი აღვირახსნილია და რუსული მართვის სტილია, ერთადერთი ქუჩის აქციები თუ შეაწუხებთ მათ. სიმშვიდეს დაურღვევ, რომ კორუფცია ვეღარ შეერგოთ. ერთადერთი გზა ეს არის ბრძოლისა. ვფიქრობ, ნამდვილი ბრძოლა თუ გვინდა, ეს არის“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.