პომპეიში არქეოლოგებმა ფაქტობრივად სრულად შენარჩუნებული ოთხბორბლიანი ეტლი აღმოაჩინეს.
დიდი ოთხბორბლიანი ეტლი, რომელსაც აქვს რკინის დეტალები, ბრინჯაოს მორთულობები, აღმოაჩინეს ქალაქგარეთ ვილის ნანგრევების გათხრებისას. ადრე ამ ადგილზე არქეოლოგებმა იპოვეს სამი ცხენის ნაშთი.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა უძველესი სამყაროს შესახებ ცოდნის გაფართოვებისთვის. ეს ცერემონიების ეტლია, სავარაუდოდ, ეტლი, რომელსაც ზოგიერთ წყაროში Pilentum-ს უწოდებდნენ, გამოიყენებოდა არა როგორ ყოველდღიური ან სასოფლო სამეურნეო ტრანსპორტი, არამედ დღესასწაულებზე, აღლუმებსა და პროცესიების დროს", - განაცხადა პომპეის პარკის დირექტორმა მასიმო ოსანამ.
არქეოლოგები აღნიშნავენ, რომ ამ "უნიკალურ აღმოჩენას, რომელიც შემონახულია შესანიშნავ მდგომარეობაში, არ აქვს ანალოგი იტალიაში".
ძველი რომაული ქალაქი პომპეი, ნეაპოლთან ახლოს მდებარეობს. 79 წელს ის ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ განადგურდა. საუკუნეების განმავლობაში ქალაქი ფერფლით იყო დაფარული. პირველად ის აღმოაჩინეს 1592 წელს, თუმცა გათხრები მხოლოდ 1748 წელს დაიწყო. ამჟამად პომპეი მუზეუმია ღია ცის ქვეშ, სადაც გათხრები დღემდე მიმდინარეობს.