მიანმარის სამხედრო ხუნტამ განაცხადა, რომ მათ გაათავისუფლეს მიანმარის ელჩი გაეროში, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა გაეროს ტრიბუნიდან სამშობლოს სამხედროების მმართველობის გასათავისუფლებლად დახმარება ითხოვა.
მიანმარის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, "ელჩმა უღალატა ქვეყანას და ბოროტად გამოიყენა თანამდებობრივი უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა".
ემოციური სიტყვით გამოსვლისას, მიანმარის ელჩმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას არ ითანამშრომლოს სამხედროებთან, ვიდრე ისინი ხელისუფლებას დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას არ დაუბრუნებენ.
"ჩვენ გვჭირდება შემდგომი ძლიერი ქმედებები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რათა სასწრაფოდ დასრულდეს სამხედრო გადატრიალება, შეწყდეს უდანაშაულო ხალხის ჩაგვრა, დაუბრუნდეს ხალხს სახელმწიფო ძალაუფლება და აღდგეს დემოკრატია", - განაცხადა ელჩმა.
სიტყვის დასასრულს მიანმარის ელჩმა სამი თითი ასწია, რაც არის ავტორიტარული მმართველობის წინააღდეგ მიმართული ჟესტი.
მის სიტყვებს გაეროს გენერალური ასამბლეის დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა. შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ლინდა თომას გრინფილდმა მიანმარის ელჩის გამოსვლას "მამაცური" უწოდა.
მიანმარში სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ამ დრომდე არ წყდება.ხუნტამ სამხედრო გადატიალების გზით ხელისუფლება ხელში 1-ელ თებერვალს ჩაიგდო.