ნინო ბურჯანაძე უკვე ლიდერად წარმოჩენას ცდილობს და გავრილოვის გამო კოსაჩივისთვის ბოდიშის მომხდელი ნამდვილად არ მინდა ორგანიზატორად, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, ახლა მიდის პროცესი, რომ ცოტა მეტი უფლებები მოინდომა რუსულმა ვექტორმა.
მისივე თქმით, 30-წლიანი ნათაღლითარების, პოლიტიკური გვამების – ბოკერია-ბურჯანაძის გაცოცხლების გამო, ხალხი არ მიდის აქციაზე.
„თუ შეიძლება, რიდით და მოკრძალებით იყოს ამ პროცესში რუსული ვექტორი, რათა არ გათამამდეს რუსეთი, არ იფიქროს, ოპოზიციაშიც შევყავი თავიო. ეს არის ჩემი აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნა, როგორც უპირობოდ დასავლეთის მომხრე თამარ ჩარკვიანისა, რომელიც ამ აღვირახსნილ ხელისუფლებას ზუსტად მაგიტომ ვებრძვი. მართალია, ოპოზიცია გაერთიანდა, მაგრამ იმას კი არ ნიშნავს, რომ სერგო ორჯონიკიძეებთან ვიყოთ ჩახუტებული“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, პრაქტიკულად განულებულია გიგა ბოკერიას პარტიის რეიტინგიც.