სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განცხადება გააკეთა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ მისი გადადგომის მოთხოვნით სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ.
"გენერალური შტაბის განცხადება სამხედრო გადატრიალების მცდელობად მიმაჩნია. ახლავე, ყველა ჩვენს მომხრეს ვიწვევ რესპუბლიკის მოედანზე. მალე საზოგადოებას მივმართავ პირდაპირი ეთერით", - წერს ფაშინიანი ფეისბუქზე.