უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევში რუსეთის საელჩოს წინ დადგა ბილბორდი წარწერით - "ყირიმი უკრაინაა". ამის შესახებ ინფორმაცა უსაფრთხოების სამსახურმა ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა.
"უბრალოდ ფაქტის კონსტანტაცია - ყირიმი უკრაინაა", - დაწერა უსაფრთხოების სამსახურმა ტელეგრამში.

უკრაინის ტერიტორია ყირიმი ანექსირებულ იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ 2014 წლის 18 მარტს. ყირიმის ნახევარკუნძული დე-ფაქტოდ შეიყვანეს ფედერაციის შემადგენლობაში როგორც ყირიმის ფედერალური ოლქი.
ანექსიას წინ უძღოდა ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ინტერვენცია და ოკუპაცია