ძალიან მცირდება დროც და შანსიც რაიმეს გამოსწორების. შეწყვიტეთ სანამ დროა, - ამის შესახებ ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა თამარ ჩუგოშვილმა Facebook-ზე დაწერა.
"ძალის დემონსტრირების სურვილი მხოლოდ სისუსტეა, მეტი არაფერი. ამ სისუსტის შედეგები კი, შეიძლება უმძიმესი აღმოჩნდეს და ხაზი გადაუსვას საქართველოს შანსს, გახდეს ცივილიზებული მსოფლიოს სრულფასოვანი ნაწილი. უკან რომ უკვე დაგვხია, ეს ვიცით. ძალიან მცირდება დროც და შანსიც რაიმეს გამოსწორების. შეწყვიტეთ სანამ დროა!", - წერს ჩუგოშვილი