პოლიტიკური პარტია "საქართველოს გზის" ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი, ამერიკაში (ვაშინგტონი, ნიუ-იორკი) გაემგზავრა (17-23 ნოემბერი), სადაც შეხვედრებს გამართავს მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებთან. შეხვედრების თემა იქნება: ამერიკის მხრიდან რა ნაბიჯები შეიძლება იქნას გადადგმული საქართველოში თავისუფალი მედიის მხარდასაწერად; საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენის ვიზიტის შემდეგ; კავკასიაში საქართველოს ხელისუფლების შეცდომებით გამოწვეულ მოსალოდნელ საფრთხეები.
17 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში შეხვდება გერმანიის მარშალის ფონდის წარმომადგენელს, ჯონს ვუდს, ასევე უმრავლესობის უფროს მრჩეველს, ევროპისა და აზიის საკითხებში, სენატის საგარეო კომიტეტის წევრს ჯეისონ ბრუდერს.
18 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს Brookings Institute-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში; 19 ნოემბერს _ ევროკავშირი-ვაშინგტონის ფორუმის გახსნაში; 20 ნოემბერს - ევროკავშირი-ვაშინგტონის ფორუმში;
23 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა.