ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესი საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.
შესაბამისი განცხადება ჰოჯესმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
„საქართველოსთვის უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი. ერთადერთი ადამიანები, რომლებიც აქედან სარგებელს იღებენ, კრემლში არიან და არის ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა. ქართველებისთვის ამაში სასიკეთო არაფერია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ბაიდენი ამასთან დაკავშირებით მკაცრ პოზიციას გამოავლენს. კრემლი უყურებს“, – წერს ჰოჯესი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.