ღარიბაშვილმა გაითხარა თავისი პოლიტიკური სამარე, თავისთვისაც და ბიძინა ივანიშვილისთვისაც - ასე ეხმიანება ზაალ უდუმაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან განვითარებულ მოვლენებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ამბობს, რომ ნიკა მელია მალე თავისუფლი იქნება.
"რა გონიათ ახლა, რომ ქაბულის ციხე აიღეს და ამაყები არიან? დღეს მათ გათხარეს საკუთარი პოლიტიკური სამარე. ღარიბაშვილმა გაითხარა თავისი პოლიტიკური სამარე, თავისთვისაც და ბიძინა ივანიშვილისთვისაც და ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. ნიკა იქნება თავისუფალი, ჩვენ კი გამარჯვებული," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია ცოტა ხნის წინ დააკავეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა.