პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდა, სადაც მან განაცხადა, რომ დღეს მნიშვნელოვანია დემოკრატია და თავისუფლებისთვის ბრძოლა.
"ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონები ჩაიდეს ჯიბეში და მოგონილი მიზეზის გირაოს გამო ეს ამბავი ატეხეს. სამი თვე არავითარი რეაგირება არ იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით. ქვეყანა დგას ძალიან კრიტიკულ წერტილში და ეს წერტილი გადის დასავლურ მხარეზე.
აქ არ არის საუბარი მელიაზე, აქ საუბარია თავისუფლებაზე და დემოკრატიულ ინსტიტუტზე. ამ ქვეყანაში ერთი კაცის მმართველობა უნდა დასრულდეს.
ჩვენ შვილებს დემოკრატიის და კანონის გარეშე მომავალი არ აქვს ამ ქვეყანაში, ხალხო შვილებისთვის იბრძოლეთ", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
დღეს დილით, ენმ-ის ოფისში პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.