ვროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით, დამატებითი სანქციების მომზადების შესახებ შეთანხმდნენ. ინფორმაციას დასავლური მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეხვედრის დროს მინისტრებს არ უმსჯელიათ იმ პირებზე ვის წინააღმდეგაც სანქციები დაწესდება.
თუმცა წყაროების ინფორმაციით, სანქციები, შესაძლოა, დაუწესდეთ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს ალექსანდრ ბასტრიკინს, რუსეთის გვარდიის დირექტორს ვიქტორ ზოლოტოვს, გენერალურ პროკურორს იგორ კრასნოვს და სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორს ალექსანდრ კალაშნიკოვს.
ამრიგად, საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაასრულეს პოლიტიკური შეთანხმება მომავალი სანქციების შესახებ, რის შემდეგაც უკვე შესაძლებელი იქნება კონკრეტული სანქციების მომზადება. წყაროს თქმით, სანქციათა სია დაჩქარებული წესით შედგება.