"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ თუ პოლიცია შტურმს მიიტანს პარტიის ოფისზე, ისინი სამართალდამცველებს "კანონიერ წინააღმდეგობას" გაუწევენ.
"ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად, მათ შორის, იმ სცენარისთვის, რომ თუ გადაწყვეტს ხელისუფლება და გადადგამს იმ უგუნურ ნაბიჯს, რასაც ჰქვია ოფისის შტურმი, ამისთვისაც ვემზადებით. რა თქმა უნდა, კანონიერ წინააღმდეგობას გავუწევთ სამართალდამცველებს, რათა არ მივცეთ საშუალება, დააპატიმრონ პარტიის თავმჯდომარე.
აქ არ არის საუბარი ნიკა მელიას დაპატიმრებაზე, ეს არის თითოეული ადამიანის დაცვა, რომელიც დთეს იბრძვის თავისუფლებისთვის“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი, რომელიც, ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად, უკვე რამდენიმე დღეა, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში იმყოფება.