პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პოლარიზაციის განმუხტვისთვის "ქართული ოცნების" მხრიდან ყველა შეთავაზება გაკეთებულია და ახლა უკვე ოპოზიციის ჯერია.
"პოლარიზაციის განმუხტვისთვის "ქართული ოცნების" მხრიდან ყველა შეთავაზება გაკეთებულია და ჯერი ოპოზიციაზეა, მათ შორის არჩევნების შედეგების შემოწმებასთან დაკავშირებით. მთავარი გზავნილი, რომელსაც ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების" ხელისუფლება ამბობს, ეს არის მთავარი მოლაპარაკებების გზით საკითხების გადაჭრა. ეს რჩება ჩვენ დღის წესრიგში მთავარ საშუალებად პოლიტიკური პროცესების წარმართვისა, განსხვავებით სწორედ გარკვეული ოპოზიციური ძალებისგან, რომელთაც მართლაც აქვთ სრულიად დესტრუქციული დღის წესრიგი", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.