საკმაოდ კარგად ვიცნობ 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს და არ მგონია, ამ თვალსაზრისით, რიგგარეშე არჩევნების რაიმე წინაპირობა არსებობდეს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჩჯველაძემ.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, მას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოლოდინი არ აქვს.
„რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოლოდინი არ მაქვს. საკმაოდ კარგად ვიცნობ 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს და არ მგონია, ამ თვალსაზრისით, რიგგარეშე არჩევნების რაიმე წინაპირობა არსებობდეს. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებულ მოლოდინებს, არც ამ შემთხვევაში მაქვს მოლოდინი, რომ შეიძლება ისეთი მდგომარეობა შეიქმნას, რომ ვადამდელი არჩევნების საჭიროება დადგეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.