მთავარია, რომ გუნდი ერთიანია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრნა, მიხეილ ყაველაშვილმა გიორგი გახარის მიერ თანამდებობიდ დატოვების საკითხზე.
ყაველაშვილის აზრით, ამ პროცესში გახარიას თანამდებობა არ უნდა დაეტოვებინა, თუმცა აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ.
„ნამდვილად არ ვიცოდი, თუმცა პოლიტსაბჭოს შემადგენლობასთან იყო ამასთან დაკავშირებით განხილვა. მგონი, მან თავად კარგად გადმოსცა მიზეზი, რატომაც მიიღო გადაწყვეტილება. ისეთ კატაკლიზმებში გვიწევს მუშაობა, ეს ეპოქა გამოირჩვა გამოწვევებით და ადამიანურად მესმის, არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, ეს ყველაფერი გადალახონ, შინაგან განწყობაზე მაქვს საუბარი, არიან ადამიანები, რომლებიც სხვანაირად აფასებენ. ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. მე არ მოვუწონებდი ამ გადაწყვეტილებას, ამ პროცესში არ უნდა მიეღო ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მთავარია, რომ გუნდი ერთიანია.
„ახლა მოკლე დროში უნდა მოვახერხოთ მობილიზება, ახალი პრემიერის წარდგენა და მთავრობის ჩამოყალიბება. დაველოდოთ მოვლენებს, ჩვენ ისევ იმ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. რაზეც დგას სახელმწიფო, ეს არის კანონი და სამართალი, თუ ამას უგულებელყოფ, სხვა დანარჩენს აზრი ეკარგება. ნაკლებად მჯერა ამ ადამიანის, მაგრამ იქნებ მაინც გაიღვიძოს და სხვანაირად შეხედოს ქმედებებს, ნიკა მელიას ვგულისხმობ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.