ოპოზიციური პარტიები ნიკა მელიას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ. 20 პარტიის საერთო განცხადებაში, რომელიც ტვიტერზე, ინგლისურ ენაზე გავრცელდა, ნათქვამია, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ მელიასა და მისი პარტიის მცდელობას, წინააღმდეგობა გაუწიოს ქართული ოცნების სვლას ავტორიტარიზმისკენ.
"ქართული ოცნების მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება, დააკავოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია პოლიტიკური რეპრესიების უფრო დრამატულ ეტაპზე გადასვლისკენ მიუთითებს.
8 მარტის შეთანხმების დარღვევის შემდეგ არ გაათავისუფლეს ყველა პოლიტპატიმარი, წამოიწყეს ახალი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას, ახლა ქართულმა ოცნებამ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება გადაწყვიტა. ამასობაში, მოლოდინის რეჟიმშია საქმეები სხვა პოლიტიკური, სამოქალაქო, თუ მედია ლიდერების წინააღმდეგ.
აღსანიშნავი და სიმბოლურია, რომ ნიკა მელიას ბრალი დასდეს აბსურდში, გაყალბებულ საქმეში, რაც 2019 წლის 20 ივნისს გამართულ აქციას უკავშირდება. ამ აქციამდე ქართულმა ოცნებამ რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტი სერგეი გავრილოვი მოიწვია სესიის თავმჯდომარედ და დაიკავა ძალზედ სიმბოლური, პარლამენტის თავმჯდომარის სკამი.
ყველა ოპოზიციური პარტია მშვიდობიანად სოლიდარობას უცხადებს ბატონ მელიას და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მცდელობას, წინააღმდეგობა გაუწიოს ქართული ოცნების სვლას სრული ავტორიტარიზმისკენ", - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ პარტიები.
-
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
-
ევროპული საქართველო;
-
ლეიბორისტული პარტია;
-
ლელო;
-
სტრატეგია აღმაშენებელი;
-
გირჩი - მეტი თავისუფლება;
-
გამარჯვებული საქართველო;
-
გაერთიანებული საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა;
-
რესპუბლიკური პარტია;
-
ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა;
-
ქრისტიან კონსერვატიული მოძრაობა;
-
ახალი ქრისტიან დემოკრატები;
-
ტრიბუნა;
-
სამართლიანობისთვის;
-
ეროვნულ დემოკრატიული პარტია;
-
მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისთვის;
-
ევროპელი დემოკრატები;
-
კანონი და სამართალი;
-
სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის;
-
თავისუფალი დემოკრატები;
-
ელენე ხოშტარია;
-
შალვა შავგულიძე.