არ მგონია, რომ შენ შეძლებ დაჭერას თითი დააჭირო, იმ ადამიანის დაჭერას, ვინც ქართული სახელმწიფოებრიობა დაიცვა იმ საშიროებისგან, რასაც ჰქვია რუსი ოკუპანტის პირველ სავარძელში ჯდომა, - მიმართა „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა დეპუტატ ქეთი დუმბაძეს.
"საკანონმდებლო ორგანოში მეგულება ქეთი დუმბაძე. არ ვიცი, ხშირად ჩემი ადამიანური მოლოდინები სამწუხაროდ არ ამართლებს ხოლმე, მაგრამ მაინც ვიტოვებ იმედს, რომ კიდევ ვიღაცა აღმოჩნდება. მე ქეთის აქედან ვეტყოდი - არ მგონია, რომ შენ შეძლებ დაჭერას თითი დააჭირო, იმ ადამიანის დაჭერას, ვინც ქართული სახელმწიფოებრიობა დაიცვა იმ საშიროებისგან, რასაც ჰქვია რუსი ოკუპანტის პირველ სავარძელში ჯდომა. იმედს ვიტოვებ და ველოდები ხვალინდელ დღეს, რომ შენ იმ ღილაკს სამარცხვინოდ ხელს არ დააჭერ",- აღნიშნა ჩარკვიანმა.