ბათუმში მამაკაცი დაჭრეს. შუახნის მამაკაცი სავარაუდოდ უსახლკაროა, ის თავს ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფარეხს აფარებდა.
დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას გულმკერდის არეში მსუბუქი ჭრილობა აქვს მიყენებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.