საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქობულეთში, არასრულწლოვანი გოგონას თვითკვლელობას ეხმიანება
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა.
"14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა!
ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად ქალისთვის, მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა!
დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა. მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კი, უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!", - აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში