მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ქმედებებს სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია შეისწავლის და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას, - ამის შესახებ ნათქვამია სინოდის განჩინებაში, რომელიც დღეს გამოქეყნდა.
წმინდა სინოდის მიიჩნევს, რომ მიტროპოლიტ პეტრე ცაავა ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას.
"სამწუხაროდ, იგი ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას. წმიდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას", - ნაქვამია სინოდის განჩინებაში.