რაღა დაგიმალოთ და გავრილოვის საქმეზე უკვე მსუყე მასალა გვაქვს სტრასბურგში გასაგზავნად, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.
ნიკა მელიამ, განცხადება გააკეთა გირაოს გადახდასთან დაკავშირებით, რომლის ვადა ხვალ იწურება და და აღნიშნა, რომ ის გადახდას არ აპირებს.
"მოკლედ, ხვალ მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა - მოგიწევთ იმის გამოცხადება რას აპირებთ!. მე გირაოს გადახდას არ ვაპირებ. ვნახოთ, რას აპირებთ თქვენ! პრინციპულმა პოზიციამ გირაოს არ გადახდასთან დაკავშირებით, დააკარგვინა წონასწორობა "ქართულ ოცნებას" და აიჭრნენ.
უკვე ღიად ჩარევასაც არ ერიდებიან და სისხლის სამართლის საქმეზე ბრიფინგს ატარებს არა უფლებამოსილი ორგანო - პროკურატურა, არამედ "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე.
პროკურატურის ნაცვლად ლაპარაკობს მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე - თუ ვინმეს კიდევ ეპარებოდა ეჭვი პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, ამ ბრიფინგის შემდეგ ნამდვილად აღარ შეეპარება ეჭვი.
ეს არის პოლიტიკური დევნის ახალი სიმაღლე, პოლიტიკური აღვირახსნილობისა და უტიფრობის ტრიუმფი.
რაღა დაგიმალოთ და გავრილოვის საქმეზე უკვე მსუყე მასალა გვაქვს სტრასბურგში გასაგზავნად", - განაცხადა ნიკა მელიამ