ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები გამორჩეულია საქართველოში თავისი უნიკალური ლანდშაფტებისა და საერთაშორისო ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, რომელიც მოიცავს საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ, იშვიათ და ენდემურ ფლორისა და ფაუნის სახეობებს.
მაღალმთის მდიდარი მცენარეული სამყარო განაპირობებს ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებას, სადაც საქართველოს წითელი ნუსხის სახეობებიდან აღსანიშნავია ჯიხვი, არჩვი, ნიამორი, კეთილშობილი ირემი, შურთხი, როჭო. მტაცებელი ცხოველებიდან აღსანიშნავია მურა დათვი, ფოცხვერი, ჯიქი, წავი, ორბი, ბეგობის არწივი, ფასკუნჯი, სვავი და სხვა.
"ულამაზესი შვლები ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში ტყის ჰარმონიული ხმებით ტკბებიან"