საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.
ცნობილია, რომ სინოდის სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმეგო ვაქცინაცია იყო.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, სინოდის სხდომაზე დავით გარეჯთან დაკავშირებითაც იმსჯელეს.
სინოდის სხდომის ოქმი დღის განმავლობაში გამოქვეყნდება.