დღეიდან დედაქალაქის მასშტაბით არსებული ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კვლავ ფასიანი გახდება.
ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგ ლოკაციებზე:
კ. აფხაზის ქუჩა;
აბანოს ქუჩა;
ი. გრიშაშვილის ქუჩა;
ათონელის ქუჩა;
მტკვრის ქუჩა;
ნ. სულხანიშვილის ქუჩა;
რ. აბჟანდაძის ქუჩა;
ვ. ვეკუას ქუჩა;
რ. თაბუკაშვილის ქუჩა;
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა პარკირება;
ნ. ვაჩნაძისა და ნ. შენგელაიას ქუჩა N7-ის წინ;
ნ. ბარათაშვილის ქუჩა;
ო. ონიაშვილის ქუჩა;
პეკინის გამზირი;
ბახტრიონის ქუჩა გამრეკელის ქუჩის კვეთამდე;
ს. ცინცაძის ქუჩა გამრეკელის ქუჩის კვეთამდე;
ა. მიცკევიჩის ქუჩა გამრეკელის ქუჩის კვეთამდე;
დ. გამრეკელის ქუჩა;
ალ. ყაზბეგის გამზირი გამრეკელის ქუჩის კვეთამდე;
ვაჟა-ფშაველას გამზირი ბექას ქუჩის კვეთამდე;
ი. ჭავჭავაძის გამზირი;
ატენის ქუჩა;
ნ. რამიშვილის ქუჩა;
ნ. საჯაიას ქუჩა;
ლ. მიქელაძის ქუჩა;
თ. აბულაძის ქუჩა;
ნ. ყიფშიძის ქუჩა;
მ. თამარაშვილის ქუჩა;
ქ. ჩოლოყაშვილის ქუჩა;
ა. მიშველაძის ქუჩა;
ი. აბაშიძის ქუჩა;
მცხეთის ქუჩა;
შროშის ქუჩა;
ი. ქუთათელის ქუჩა;
ვ. ბარნოვის ქუჩა;
ტ. შევჩენკოს სკვერის მიმდებარედ;
კ. კეკელიძის ქუჩა;
ზ. ფალიაშვილის ქუჩა;
ე. თაყაიშვილის ქუჩა;
ნაფარეულის ქუჩა;
რ. ერისთავის ქუჩა;
ბაზალეთის ქუჩა;
დ. მირცხულავას ქუჩა;
დ. არაყიშვილის ქუჩა;
ლ. კავსაძის ქუჩა;
ნ. ბერძენიშვილის ქუჩა;
ი. მოსაშვილის ქუჩა;
შეგახსენებთ, რომ ზონალური პარკირების სივრციდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებ მოქალაქეებს, ან იმ პირებს, რომლებსაც ამ ტერიტორიაზე გააჩნიათ უძრავი ქონება, უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო პარკირებით მათ მიერ გათვალისწინებულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე.
პარკირების საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ გაჩერებულ საშუალებას, ელექტრომობილების მფლობელებსა და შშმ. პირებისთვის განკუთვნილ საპარკირე სივრცეს არ შეეხება. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, პარკირება ერთი საათის განმავლობაში 1 ლარი ეღირება. ხოლო, პარკირების პირველი 15 წუთი უფასოა.
მაცხოვრებლებმა ან უძრავი ქონების მფლობელებმა უფასო პარკირებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ საიტზე: tp.ge , სადაც ID ბარათით რეგისტრაციის შემდეგ აღენიშნება მის საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონება და მისი საკადასტრო კოდი.
ამ აპლიკაციის გააქტიურების შემდეგ მომხმარებელი შეძლებს საკუთარი სატრანსპორტო საშუალების მიბმას თავისივე საკადასტრო კოდზე, რომლის შემდეგაც აპლიკაციაში სრული ინფორმაცია იქნება დაფიქსირებული. ამასთანავე, აპლიკაციის მეშვეობით რუკაზე გამოჩნდება სახლისა თუ უძრავი ქონების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საპარკინგე სივრცეები, რომელიც დაეხმარება მომხმარებელს ადვილად მიაგნოს პარკინგს.
ზონალური პარკირების სარგებლობისთვის სხვა მოქალაქეებმა უნდა ჩამოტვირთონ მობილური აპლიკაცია “Tbilisi Parking” Play store ან Apple store-ის დახმარებით და გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ისარგებლონ ფასიანი ავტოსადგომით.
აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც აღნიშნულია ზონალური პარკირების ყველა არეალი ნომრების მიხედვით