მახინჯაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, უფროსკლასელი სკოლაში ბოლოს 4 თებერვალს იყო, გუშინ მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, ტესტის პასუხი კი კოვიდზე დადებითი აღმოჩნდა.
ინფიცირებულის კლასელები თვითიზოლაციაში არ გადასულან და სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება. ინფიცირებული მოსწავლის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში არიან.
აჭარაში საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი პირველ თებერვალს განახლდა.