ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 829 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ინფორმაცია გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 331 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 700 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 631 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 829 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 263 057-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.74%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.63%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 566 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 254 916-მდე.
24 საათშის კორონავირუსით 8 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 306 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 829 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 314 შემთხვევა, აჭარა - 37, იმერეთი - 150, ქვემო ქართლი - 37, შიდა ქართლი - 63, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 95, კახეთი - 73, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.