თბილისში, ხანძთელის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ი იუწყება.
უწყების ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებული იყო იტალიური ტიპის სამსართულიანი სახლის სასხვენო გადახურვაზე.
"ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები. სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მიერ შენობიდან დროულად მოხდა 12 მოქალაქის უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოყვანა. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ამ დროისთვის ხანძთელის ქუჩაზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური", - აცხადებენ 112-ში.