დღეიდან, 8 თებერვლიდან ღია და დახურული ბაზრობები სრულად ამოქმედდა.
უწყებათაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუქება ძალაში შევიდა.
ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავში და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით - აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) - გარდა შაბათ-კვირისა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი იმუშავებს 21:00 საათამდე.
ამასთან, მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.
ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამებით.