დღეიდან, 8 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება.
თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია მ/ს "გოცირიძე", კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები.
უწყებათაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმოძრავებს.