დღეს, 29 ოქტომბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, 2010 წელს სტატისტიკური ინფორმაციის დროულად და ხარისხიანად მოწოდებისათვის სერთიფიკატს 10 კომპანიას გადასცემს. სერთიფიკატები გადაეცამა შპს ,,მობიტელს", შპს "კვარციტს", ს.ს. "მადნეულს", სს "საქკაბელს", შპს "საქართველოს რკინიგზას", შპს "ლუკოილ ჯორჯიას", შპს "ავერსი-რაციონალს", შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიას", შპს „გუდვილს" და სს „იბერია-რეფრეშმენტს".
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, "საქსტატი" თანამშრომლობას ბიზნესის ასოციაციასთან და დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებთან კვლავ აგრძელებს, რაც ხელს უწყობს "საქსტატის" სტატის¬ტიკუ¬რი ინფორმაციის ხარისხისა და საიმედოობის ზრდას და ამასთანავე, ბიზნეს წრეების ხარისხიანი და ობიექტური სტატისტიკური ინ¬ფორ¬მაციით უზრუნველყოფას.
შეხვედრა 29 ოქტომბერს, 11 საათზე ბიზნეს ასოციაციის ოფისში გაიმართება. მის: კოტე მარჯანიშვილის ქუჩა #5, IV სართული, ოთახი # 406,