სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 81 კმ-ში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან იყო.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, იმავე ეპიცენტრულ ზონაში დაფიქსირდა განმეორებითი, 3.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრი აცხადებს, აღნიშნული ინფორმაცია წინასწარია და შესაძლოა დაზუსტდეს.