საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოში წმიდა საყდრის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კლაუდიო გუჯეროტი მიიღო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის თემატიკა, ასევე საქართველოში დიპლომატიური კორპუსის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
შეხვედრა საგარეო უწყებაში რამდენიმე საათის წინ გაიმართგა.