"გასტრონავტის" თანადამფუძნებელი ლევან ქოქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ რესტორნები თვითნებურად 6 თებერვალს გაიხსნებიან.
როგორც ლევან ქოქიაშვილი წერს, გადაწყვეტილება რესტორატორებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლებასთან შეხვედრა არ შედგა.
"სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი სამწუხაროდ არ გამართლდა, გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა. რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები. აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი”, - წერს ქოქიაშვილი.