ესპანეთის სასამართლო პალატის ნაციონალური პლენუმი რუსეთის მოქალაქის ზაქარია კალაშოვის საქართველოში ექსტრადაციის საკითხს დღეს განიხილავს. განცხადება ამის შესახებ ზაქარია კალაშოვის ადვოკატმა ალექსანდრე გოფშტეინმა გააკეთა.
საქართველოში ზაქარია კალაშოვს ზედმეტსახელად "შაქრო-მოლოდოის" პატიმრობის 18 წელი ელოდება ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებების გამო.
კალაშოვის ადვოკატმა ალექსანდრე გოფშტეინმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები შესაძლოა გამოწვეული იყოს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უარყოფითი დამოკიდებულებით კალაშოვის მიმართ. გოფშტეინი ვარაუდობს, რომ მათ შორის კონფლიქტი მოხდა.
კალაშოვის ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა თუ რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო კალაშოვი საქართველოს მაინც არ გადაეცემა არაბეთის გაერთიანებული ემირატების თანხმობისა და ძალაში შესული შეთანხმების გამო.