კარტოგრაფების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ხვალ 14 საათზეა ჩანიშნული. სხდომის პარალელურად დაანონსებულია ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია სასამართლოს ეზოში:
„თითოეული დღე, რომელსაც ნატალია და ივერი ციხეში ატარებენ, თანმდევი დაავადებები და სტრესი საფრთხის ქვეშ აყენებს მათ ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას და სანამ სახელისუფლებო პროპაგანდა დავით გარეჯის თემით მანიპულირებს, სამშობლოს ერთგული, ღირსეული ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან.
ივერისა და ნატალიას პატიმრობა ქვეყნის სირცხვილია. ამიტომ, 28 იანვარს 14:00 საათზე საქალაქო სასამართლოს ეზოში გამოვუცხადოთ მხარდაჭერა პოლიტპატიმრებს და შევახსენოთ საკუთარ თავსაც, რომ თავისუფლებისთვის ომში მხოლოდ ერთად გავიმარჯვებთ!", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.